ფეხბურთის მოყვარულთათვის სამორინე „შანგრი ლა" თბილისი ახდენს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტრანსლაციის ორგანიზებას თავის გარე ეკრანზე. გარდა თამაშის ტრანსლაციისა, სამორინეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება მაგიდები და „შანგრი ლა" გაუმასპინძლდება გულშემატკივრებს უფასო ცივი კერძებით და სასმელებით, მათ შორის ცივი ლუდით.
ეკრანის მდებარეობიდან გამომდინარე, თამაშის ყურება იქნება შესაძლებელი არა მხოლოდ სამორინე „შანგრი ლა"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მტკვრის სანაპიროდან და მშვიდობის ხიდიდან.
მასალის გამოყენების პირობები