ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გალის რაიონში კრიმინოგენულ სიტუაციასთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თათბირში ოკუპირებული აფხაეთის თითქმის ყველა ე.წ. ძალოვანი ე.წ. მინისტრი ხელმძღვანელობდა.
„ვალერი ბგანბამ ძალოვანი სტრუქრურების წარმომადგენლებს დაავალა მიიღონ შესაბამისი ზომები რაიონში სიტუაციის დესტაბილიზების დაუშვებლობის მიზნით",_ წერს აფხაზური მედია.
მასალის გამოყენების პირობები