დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე ძირითადი საკითხი პრეზიდენტის არჩევნები იყო, პრეზიდენტი მეკლდეურობის ფედერაციის წევრთა ხმის უფლების მქონე 72 დელეგატიდან არჩევნებზე გამოცხადებულმა 58 ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატმა აირჩია. საპრეზიდენტო კანდიდატი ერთი - გია უდესიანი იყო, რომელიც მეკლდეურთა ფედერაციას მომდევნო 4 წლით უთავკაცებს.
გაცნობებთ, რომ მეკლდეურთა ეროვნულ ფედერაციას გასული 4 წლის მანძილზე ნიკოლოზ კვეზერელი ხელმძღვანელობდა.
მეკლდეურობის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი აირჩიეს. ვიცე-პრეზიდენტებად იმუშავებენ ბენო ქასაკაშვილი და ლადო კვარაცხელია. გენერალური მდივნის პოსტი ლადო გურჩიანმა შეინარჩუნა.
"მეკლდეურობა ძველი ტრადიციული სახეობაა. გასაკეთებელი ბევრია. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონებში ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. გავზარდოთ დაფინანსება და ვიზრუნოთ ამ სახეობის კიდევ უფრო მეტ პოპულარიაზაციაზე. დიდი ყურადღება დაეთმობა მთიან რეგიონებში ახალგაზრდებისთვის დახმარებას და მათ ტურნირებში უფრო აქტიურად ჩართვას. ასევე უნდა ვუზრუნველვყოთ ქართველი მეკლდეურების საზღვარგარეთ წაყვანა და მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ", - განაცხადა გია უდესიანმა.
მასალის გამოყენების პირობები