ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კონტრაბანდის რეალიზატორები დააკავეს. დაპატიმრებულია სამი ადამიანი. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით თევზის და ხიზილალის რეალიზაციას აწარმოებდნენ.
დაკავებულებს დიდი რაოდენობით თევზეული აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოჰქონდათ. ამირან ჩანადირი, მირზა სეხნიაშვილი და ალექსანდრე ჭკუასელი შემოტანილი პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით ახდენდნენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამივე მათგანი დაახლოებით 20 ათასი ლარის ღირებულების რეალიზაციის კონკრეტულ ფაქტზე თბილისში დააკავა. დაკავებული სამი პიროვნება ამ საქმიანობით ბოლო ორი წლის მანძილზე იყო დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები