რუსეთმა ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" -ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის რამდენიმე ჩარტერული რეისის შესრულებას ეხება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
"ამგვარ ფრენების აშკარა ჰუმანიტარული ხასიათის გათვალისწინებით, რუსულმა მხარემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები