ფოთის ხორბლის ელევატორის ტერმინალის დანაკარგის ნორმები უკვე დადგენილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფუნქციონირებას ის უახლოეს მომავალში განაახლებს.
წლების განმავლობაში ელევატორი არ იტვირთებოდა, მაგრამ დანაკარგის ნორმების დადგენის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ხორბლის შენახვა. ფოთის ელევატორში არსებულ მდგომარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო.
"დანაკარგების ნორმების დადგენა ძლიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ელევატორმა მუშაობა შეძლოს. გარდა იმისა, რომ აქ ათეულობით ადამიანი დასაქმდება, ხორბლის მარაგის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. ფოთის ელევატორის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვისაც. "ვფიქრობ, ელევატორი ზალიან დატვირტული იკნება, რადგან ის შეასრულებს ტრანზიტულ ფუნქციას ყაზახური ხორბლისთვის. საქართველოს გავლით კი, ყაზახური ხორბალი ევროპის ქვეყნებში მოხვდება", - განაცხადა ფოთის ელევატორის დირექტორმა, ზურაბ ცომაიამ.
მასალის გამოყენების პირობები