აფხაზეთის ე.წ. ცესკომ საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელმაც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ბჟანია „პრეზიდენტობის კანდიდატატ" წარადგინა. ბჟანია 51 წლისაა და აფხაზეთის ე..წ. უშიშროების სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, ე.წ. ცესკომ უკვე დაარეგისტრიტა საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად წარადგინეს: ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერი ბესლან ეშბა, ყოფილი ე.წ. შს მინისტრი ლეონიდ დძაფშბა და პარტია „ფორუმ ნაროდნოგო ედინსტვა აბხაზიი", რომელმაც თავის მხრის თავის კანდიდატად თავისი ლიდერი რაულ ხაჯიმბა წარადგინა. რეგისტრაცია აფხაზურ ე.წ. ცესკოში 14 ივლისამდე გასტანს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 აგვისტოს უნდა გაიმართოს.