2 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ აბაშიძე კურორტ ბეშუმს ეწვევა.
აღნიშნული პირები კურორტის სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნობიან. შეხვდებიან მემთეურებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების წარმომადგენლებს, რომლებიც ბეშუმში 10 ივნისიდან მორიგეობენ.
ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა საკურორტო სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩება, ამ ხნის განმავლობაში მედიკოსები მომსახურებას მემთეურებთან ერთად დამსვენებლებსაც გაუწევენ.