დღეს, 1-ელ ივლისს, სოფელ ერგნეთში, გაიმართება რიგით 46-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე განიხილება ყველა ის ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო შეხვედრიდან დღემდე, აგრეთვე, უკანონო მავთულხლართებისა და ღობეების ინსტალაციის საკითხი, წყლის სისტემების რეაბილიტაციის საკითხი, ახალგორის მიმართულებაზე შეზღუდვები, რაც გადაადგილებაში პრობლემას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და ცხინვალის ციხეებში მყოფი რამდენიმე მოქალაქის საკითხს.
მასალის გამოყენების პირობები