ელიტ-ელექტრონიქსის ყოფილი თანამშრომლები კომპანიის ახალ მენეჯმენტს ადანაშაულებენ და განცხადებას ავცელებენ.
ელიტ-ელექტრონიქსის მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ თიბისის მენეჯმენტი აცხადებდა, რომ კომპანიაში არანაირი კრიზისი არ არის და კომპანია კარგად და სრულფასოვნად იმართებოდა. ამის ფონზე კი ელიტ ელქტრონიქსის ახალი თი-ბი-სის მენეჯმენტი აცხადებს, რომ 15 მარტს ვერ შეძლეს თი-ბი-სი ბანკის კრედიტის დაფარვა და ამის შემდგომ კომპანიის კრიზისულ მდგომარეობას ყოფილ თანამშრომლებს აბრალებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლების მიერ გავცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ, "25 მარტს როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ თი-ბი-სის ამ სფეროში გამოუცდელი მენეჯმენტი ვეღარ მართავდა კომპანიას, როდესაც გაყიდვების და მოგების მაჩვენებლები თებერვალთან შედარებით გაუარესდა, თი-ბი-სიმ კომპანიაში შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით თავის გასამართლებლად ყოფილ თანამშრომლებზე ბინძური ბრალდებების დეზინფორმაცია გაავრცელა".
კომპანიის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, თი-ბი-სი ცდილობს თავისი სუსტი მენეჯმენტი გადააბრალოს ყოფილ თანამშრომლებს.
„ჩვენ არ ვენდობოდით რა და წინასწარ ვვარაუდობდით ახალი მენეჯმენტის მიზნებს, გადავწყვიტეთ სამსახურიდან წამოსვლა. ახალი მენეჯმენტში დაკომპლექტებული პირებისგან არა ერთი დაპირება მოვისმინეთ, რომელთაგან არცერთი არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ არ ვენდობით მათ. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ეს მენეჯმენტი ვერ შეძლებდა კომპანიის სრულფასოვნად მართვას, რადგან არანაირი გამოცდილება ამ ადამიანებს ამ სფეროში არ ააქვთ და ის ბინძური ბრალდებები ყოფილ თანამშრომლებზე უბრალოდ თავის მართლება და ელიტ ელექტრონიქსის მითვისების კვალის დაფრვაა საზოგადოების და კრედიტორების წინაშე“, - აცხადებენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს 21:30–ზე თი-ბის-იმ გადააყენა ელიტ ელექტრონიქსის მენეჯმენტი და თვითონ აიღო მმართველობა, რის შემდეგაც სათაო ოფისის 60–მა თანამშრომელმა დავტოვეთ სამსახური, ხოლო ბათუმის 120 თანამშრომელმა გამოაცხადა უნდობლბა და გაიფიცა.
მასალის გამოყენების პირობები