საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთი რეგიონში ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებარე რესტორანი დაათვალიერეს.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, ეს მშენებლობა ეკონომიკურ სტაბილურობაზე მიუთითებს და კარგი იქნება თუკი "მაკდონალდსი" სხვა დიდ ქალაქებში მოინდომებს თავისი ბრენდის შეტანას.
ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლაშა მაქაცარია ქართულ-ინდურ მეტალურგიულ ქარხანასაც ეწვივნენ. ქარხანა უკვე ერთი წელია მუშაობს და იქ 500 ადამიანია დასაქმებული.
"მაკდონალდსის" რესტორანის მშენებლობის დასრულება მაისის ბოლოსათვის, ხოლო გახსნა 15 ივნისისათვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები