ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ე.წ. ცესკომ ე..წ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატების წარმდგენი პირველი ჯგუფი დაარეგისტრირა. ჯგუფი აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ქიშმარიას წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა ლინგვისტიკური კომისია უნდა გაიროს, რომელიც კანდიდატის მიერ სახელმწიფო აფხაზური ენის ცოდნას შეამოწმებს. ამის შემდეგ შემოწმდება ყველა დოკუმენტი და 10 დღის განმავლობაში პრეზიდენტობის კანდიდატის რეფისტრაცია მოხდება",_ აცხადებს ტაბაღუა.