აფხაზ ე.წ. პარლამენტართა დელეგაცია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. აფხაზური მედიოის ინფორმაციით, სეპარატისტები რუსეთის ფედერალური საკრებულოს ორივე პალატაში შეხვედრება გამართავენ.
„გაიმართება საკითხების განხილვა, რომლებიც ეხება ჯანდაცვის, რელიგიის, საკრედიტო-საფინანსო პოლიტიკის, საგადასახადო და იურიდიულ სფეროს, საერთაშორისო ურთიერთობებს, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებს", - წერს აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ მოსკოვში გამსახილველი საკითხები აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრებთან არის შეთანხმებული.
მასალის გამოყენების პირობები