ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რაულ ხაჯიმბას თანამებრძოლი და აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვიტალი გაბნია რუსული მედიისათის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც „უკანონოდ გაცემული პასპორტი ჩამორთვეს არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს". გაბნია ასევე ამბობს, რომ სეპარატისტები დაგეგმილი ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საქართველოს მხრიდან პროვოკაციებს არ ელიან.
„საქართველოს მხრიდან პირდაპირ პროვოკაციებს არ ველით, ვინაიდან საზღვარზე გარდა აფხაზი მესაზღვრეებისა, რუსი მესაზღვრეები დგანან",_ აცხადებს გაბნია.
კითხვაზე თუ არა ალექსანდრე ანქვაბი საქართველოსადმი ლოიალურად განწყობილი „პრეზიდენტი", გაბნია აცხადებს: „რამდენად ლოიალური იყო ანქვაბი საქართველოს მიმართ რთული სათქმელია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ყველა საკონსტიტუციო კანონის დარღვევით, ფაქტობრივად ურიგებდა აფხაზეთის მოქალაქეობას საქართველოს მოქალაქეებს, რიგი კითხვებისა მაინც რჩება.
240 ათას მოსახლეობაში 50-60 ათასი პასპორტი საქართველოს მოქალაქეებს დაურიგო - ეს სულ მცირე ძალიან საეჭვოა",_ აცხადებს გაბნია და აღნიშნავს, რომ
„ყველა ის ადამიანი, რომელმაც პასპორტი ქვეყნის კანონის გვერდის ავლით მიიღო ყველა უფლებას მიიღებს გარდა ხმის უფლებისა. ჩვენ საქართველოსთან ხელი არ მოგვიწერია პრაქტიკულად არც ერთ შეთანხმებაზე ომის დამთავრების შესახებ. საერთოდ არც ერთი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და რა თქმა უნდა, ამ პირობებში რაღაც კარგის დასაწყისის იმედი იქონიო, ჩვენის მხრიდან ძალიან რთულია.
ამიტომაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ ყველა მოლაპარაკებათა პროცესში უნდა მონაწილეობდეს რუსეთი - როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი",_ აცხადებს გაბნია და ჟურნალისტიკის კითხვაზე აცნობიერებს თუ არა ის, რომ ამ მოთხოვნით ის რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შუღლს თესავს პასუხობს: „საქართველო როგორც აცხადებდა ისევე აცხადებს, რომ აფხაზეთი - მისი ნაწილია. ყველა მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენ არ გვაქვს საშუალება საქართველოს პირდაპირ ვე;ლაპარაკოთ. ყველაფერი ეს მიდის ან ამერიკის მხარის ან ევროკავშირის შუამავლობით და თუ საქართველო გამუდმებით იწვევს მესამე მხარეს, ბალანსის დაცვისათვის ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ფორმატი ოთხმხრივი უნდა იყოს - რუსეთის მონაწილეობით".
მასალის გამოყენების პირობები