ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალი პარლამენტი პარლამენტი კენჭისყრაზე გამოიტანს საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. განცხადება ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
„ჩვენ, ჩვენს ლოზუნგებზე უარს არ ვამბობთ. არ იქნება არავითარი ორმაგი მიდგომა ამ საკითხის მიმართ. საკითხი რეფერენდუმზე გავა, თუმცა ამ საკითხით უკვე სრულიად კონსოლიდირებული და ფორმირებული პარლამენტი უნდა დაკავდეს",_ განაცხადა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი ბიბილოვის პარტიამ „ედიანაია ოსეტიამ" ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა დაახლოებით 46 % დააგროვა. მათი წინასაარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო პირობაზე დაეწყოთ რუსეთთან შეერთების პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები