„ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ გაგვაჩნია ის ინფორმაცია, რაც მასმედიას
გააჩნია", - აღნიშნულის შესახებ განცხადება, შს მინისტრმა დეპუტატების ირმა ნადირაშვილთან და ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ
ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.
„ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ალბათ, საგარეო საქმეთა
სამინისტრო დაეკონტაქტებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი კონკრეტული პასუხები არის. იყვნენ თუ არ იყვნენ დაკავებულები? თუ შეყოვნებულები იყვნენ, ამაზე დაზუსტებულ ინფორმაციას მე არ ვფლობ. ამას ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვახსენებს ყველაფერს დაწვრილებით, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია, რაც მასმედიას გააჩნია, ჩვენც გაგვაჩნია, რომ ისინი იყვნენ შეჩერებულები საბაჟოზე, გამშვებ პუნქტზე, ვინაიდან მათ გააჩნდათ არადეკლარირებული თანხა და რაღაც აპარატურა, არ ვიცი ზუსტად",- აცხადებს ჭიკაძე.
მასალის გამოყენების პირობები