სასტუმრო "რედისონში" ყოველწლიური "ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის" მე-9 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 15 ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრის აპარატის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროების და ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხარდაჭერით განხორცილდა.
"GIOGIE 2010"-ზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველი ზაალ ლომთაძე სიტყვით გამოვიდა და ენერგეტიკიის განვითარების სექტორში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებების, კოპენჰაგენის სამიტის, ენერგო ეფექტურობის და განახლებადი ენერგო რესურსების შესახებ ისაურა.
კონფერენციაზე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტები და არსებული ვითარება ენერგეტიკის სამინისტროს, კომპანია შOჩAღის, შAI-ის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა განიხილეს.
"ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის" კონფერენციიაზე აღინიშნა, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის მომავალ ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკულ სექტორში.
შეხვედრის პარალელურად გამოფენა ჩატარდა, რომელშიც რამდენიმე ენერგეტიკული კომპანია სტენდით იყო წარმოდგენილი.