რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ჟენევაში ჩატარებულ მოლაპარაკებებზე აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების პირას მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია".
„თანდათან წესრიგდება დიალოგი რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხის შესახებ, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვს",_ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ამ რაუნდზე აფხაზურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობის განახლების შესახებ გალის რაიონში, მას შემდეგ რაც თბილისი თავისი მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეთა შემადგენლობას „ადრე ჟენევაში მიღწეული შეთანხმებების თანახმად" მიაღწევს.
ამას გარდა, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით იმის შესახებ, რომ ვიდრე საქართველო „ნიუ-იორკში მიმდინარე ასამბლეაზე დევნილების საკითხის პოლიტიზირებას არ შეწყვეტს ამ თემის განხილვა ჟენევაში არამიზანშეწონილია.
აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ჰუმანიტარულ ჯგუფის დღის წესრიგიდან დევნილების საკითხის განხილვის ამოღება მოითხოვეს. „რუსულმა მხარემ კოლეგების ამ წინადადებას მხარი დაუჭირა",_ წერს სერგეი ლავროვის უწყება და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მცდელობები ამასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი გამოენახათ, წარუმატებლად დასრულდა.
ხოლო, რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების საკითხს, მისი განხილვა მომავალი შეხვედრისათვის გადაიდო, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ჟენევაში ჩატარებულ მოლაპარაკებებზე აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების პირას მდგომარეობა „შედარებით სტაბილურია".