საქართველოს სწრაფი განვითარების დაბრუნება მალე ისევ თბილისიდან დაიწყება, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ გვერდზე საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის 101 უბნის მონაცემები გამოაქვეყნა. რომლის მიხედვით, 50- პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს. ნიკა მელია - 27,11%-ით; დიმიტრი ლორთქიფანიძე - 13,3%-ით; ირმა ინაშვილი - 5,24; ასმათ ტყაბლაძე - 2,66; კახა კუკავა - 2,45.
მასალის გამოყენების პირობები