ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში შესაძლოა მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან არჩევნების პირველადი შედეგები წარმოადგინა.
"ახლა არის დათვლილი 101 უბანი. რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარი შედეგი, თუმცა, ამ მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია თბილისში მეორე ტური გაიმართოს. ამის ალბათობა ამ მონაცემებით ნამდვილად არსებობს",-აღნიშნა ჟვანიამ.
101 უბნის შედეგების მიხედვით, 50- პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა
თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია 46,48%-ით ლიდერობს.
ნიკა მელია - 27,11%-ით
დიმიტრი ლორთქიფანიძე - 13,3%-ით.
ირმა ინაშვილი - 5,24
ასმათ ტყაბლაძე - 2,66
კახა კუკავა - 2,45
მასალის გამოყენების პირობები