ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულოში ოფიციალურად გაიხსნა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი. პირველ მატჩში ერთმანეთს ბრაზილიის და ხორვატიის ნაკრები დაუპირისპირდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა მარსელომ საკუთარ კარში გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს ხორვატილეთა კარში გოლი ნეიმარმა გაიტანა.
მეორე ტაიმში ხორვატილეთა უპირაესობა გამოიკვეთა, თუმცა მსაჯმა მათ კარში სადავო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომელიც ნეიმარმა გამოიყენა.
მესამე გოლი ხორვატიელთა კარში ოსკარმა გაიტანა.
მატჩი ანგარიშით 3:1 დამთავრდა.
მასალის გამოყენების პირობები