ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველს მარატ კულახმეტოვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისათვის მოსამზადებელ საკითხებს. აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრისას დაეთმო უსაფრთხოების სფეროში ჟენევაში განსახილველ საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები