რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადადგომაზე კომენტარს აკეთებს, რომელშიც აცხადებს, რომ ანქვაბის გადადგომა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგი იყო.
„აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგი აფხაზეთის პრეზიდენტისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა გახდა",_ განაცხადა სურკოვმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი შედეგი მიღწეულია - კრიზისი მშვიდობიანად გადაწყდა.
„მოლაპარაკებათა პროცესის ყველა მონაწილის სიბრძნისა და ალექსანდრე ანქვაბის დიდსულოვნების გამო სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდა. ხელისუფლების ყველა ორგანო ფუნქციონირებს. რუსეთი კი მოძმე აფხაზეთთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობას აგრძელებს.
ჩვენი ერთობლივი მუშაობისათვის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. რუსეთი აფხაზი ხალხის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას სრული მოცულობით ახორციელებს", _ აცხადებს სურკოვი.