აფხაზური ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთში კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.
„ჩვენ არ გვჭირდება არც კაბინეტები და არც ჩინები, დღეს საუბარი მიდის მხოლოდ პრეზიდენტზე. მოვა დრო და დასრულდება ყველა ჩვენ ბატალია დასრულდება და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. აი მაშინ ვიც მოვა ის მოახდენს ახალი მთავრობის ფორმირებას",_ აცხადებს რაულ ხაჯიმბა.
მისივე თქმით, ის საუბრობდა სხვა და სხვა მინისტრებთან.
„ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ მინისტრებმა და ხელმძღვანელებმამუსაობა უნდა გააგრძელონ და მათ უნდა იმუშაონ კიდეც. სხვა მიდგომა შეუძლებელია რომ იყოს",_ აცხადებს ხაჯიმბა.