აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი „კონკრეტული შედეგის" მისაღწევად ოპოზიციასთან დიალოგისათვის მზადაა. ამასთან ერთად, ანქვაბისათვის კატეგორიულად მიუღებელია მეორე მხარის მიერ რაიმე სახის ულტიმატუმების წამოყენება და მიუწოდებს ყველას ნუ გამოიყენებენ შექმნილ მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
„სიტუაცია რთულია, თუმცა კრიტიკული არ არის. ჩვენ ვვარაუდობთ დიალოგის წარმართვას ისე, რომ მან გარკვეული შედეგი მოიტანოს",_ აცხადებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი რუსული მედიისათვის მიცემულ კომენტარში.
ამას გარდა, ანქვაბი აცხადებს, რომ ის მზადაა იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ქვეყანას სარგებელს მოუტანენ.
„მაგრამ არავითარ ულტიმატურული მოთხოვნების განხილვას ჩვენ არ ვაპირებთ",_ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ უკმაყოფილებისათვის მიზეზები შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში არსებობდეს, თუმცა ეს „ეს უკმაყოფილება შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატოს".