აფხაზური ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა - ალექსანდრე ანქვაბის გადაყენებაა. განცხადება ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ გააკეთა.
„უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის გადადგომა. ყველაფერი დანარჩენი კი ჯაჭვის რგოლებია",_ განაცხადა ხაჯიმბამ.
მანვე, როგორც „სახალხო ნდობის დროებითი საბჭოს" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დიალოგი ხელისუფლებასთან გრძელდება.
„ჯერ ჯერობით საუბარი გრძელდება და როგორი იქნება შედეგი ამას დრო გვაჩვენებს",_ აცხადებს რაულ ხაჯიმბა.
მისივე თქმით, მდგომარეობა ამჟამად აფხაზეთში ნორმალურია.
„სიტუაცია მშვიდია და არავითარი ექსცესები არ არის", _ განაცხადა მან.