აფხაზ სეპარატისთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი პარლამენტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომელიც ე.წ. პრემიერ-მინისტრისათვის უნდობლობის გამოცხადებასა და პრეზიდენტისათის გადადგომის შესახებ წარდგენილ წინადადებებს ეხება აცხადებს, რომ ჯერ არც თავად გადამდგარა და არც პრემიერი გაუთავისუფლებია.
„რაც შეეხება უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას პრემიერ-მინისტრისათვის, კანონმდებლობის თანახმად ამგვარი გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის კომპეტენციაა. მე კი პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან არ ვათავისუფლებ.
ხოლო რაც შეეხება ჩემთვის წარმოდგენილ წინადადებას გადადგომის შესახებ მე ჯერ ჯერობით მას არ ვუპასუხებ მანამ ვიდრე პარლანტის დედუტატთა კორპუსის სხვა უფრო მნიშვნელოვან ნაწილთან, რომელსაც პარლამენტის სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია ამ საკითხზე კონსულტაციას არ გავივლი',_ აცხადებს ანქვაბი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციას ის ასევე გაივლის აფხაზეთში მოქმედ სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც მდგომარეობის „სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება სურთ".