რუსეთის პრეზიდენტს თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აცხადებს, რომ აფხაზეთში მისი ვიზიტის მიზანი იყო აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური გეგმის შესრულებაზე მსჯელობა მაღალი პოლიიტკური დაძაბულობის პერიოდში. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
სურკოვი აცხადებს, რომ გეგმა მთლიანად რუსეთის მიერ ფინანსდება და ამიტომაც რა თქმა უნდა მოსკოვი დაინტერესებულია იმით, რომ ეს ფული არ გაქრეს.
„აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის ყველაფერი წესრიგშია. სოციალური ობიექტების მშენებლობა საშტატო რეჟიმში მიმდინარეობს. ხელფასები და პენსიები გაიცემა და სამინისროები და უწყებები ფუნქციონირებენ ",_ აღნიშნა სურკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები