ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, დათმობის ნიშნად შესაძლოა აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გადაყენებულ იქნეს. ეს განცხადება მან სოხუმში რუს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„მე ვუთხარი ოპოზიციას, რომ მზად ვარ გადადგომისათვის, იმისათვის რათა არ დავუშვა ექსცესები, არც ერთი თანამდებობა არ ღირს ადამიანის სისხლის ერთ წვეთადაც კი. ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისათვის და ამის შესახებ შუამავლებს უკვე ვაცნობეთ",_ განაცხადა ლაკერბაიამ და აღნიშნა, რომ თავის მხრივ ოპოზიციაც მზად უნდა იყოს დიალოგისათვის.