რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის მიერ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან და ე.წ. ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. ხელისუფლების მხრიდან მათშო მონაწილეობას ე.წ. უშიშრობის საბჭოს მდივანი ნუგზარ აშუბა მიიღებს, ხოლო ოპოზიციის მხრიდან ვეტერანების მოძრაობა „არუაას"-ს თავმჯდომარე ვიტალი გაბნია.