აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა და მასთან აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
გარდა, წუხელ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან ერთად აფხაზეთში ჩასული რაშიდ ნურგალიევი აფხაზეთის უშიშროების საბჭოს წევრებს შეხვდა. ორივე შეხვედრის დეტალები ჯერ ჯერობით უცნობია. განცხადებები არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლებს დაკავებული აქვთ ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციისა აფხაზეთის ტელევიზიის შენობები. ვითარება ჯერ ჯერობით უცვლელია.
მასალის გამოყენების პირობები