„არავითარი კომპრომისი არ იქნება - მხოლოდ გადადგომა",_ განაცხადა აფხაზმა ოპოზიციონერმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან გამართულ შეხვედრაზე.
ნიშნადობლივია, რომ შეხვედრას, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში გაიმართა, ოპოზიციის წარმომადგენებთან ერთად აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ესწრებოდა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ სურკოვმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ ჯერობით საკომენტარო არაფერია.
თავის მხრივ რაულ ხაჯიმბამ კი განაცხადა, რომ სურკოვი მზადაა იმუშაოს ყველასთან ვინც ამ კონფლიქტის მოგვარებითაა დაინტერესებული. მისი თქმითმ ოპოზიციასთან და „პრეზიდენტთან" რომელიც გუდაუთაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.
„სურკოვი ორვე მხარეს ელაპარაკება - ჩვენც და პრეზიდენტს, რომელმაც თავისი სამუშაო ადგილი მიატოვა და ახლა გუდაუთაში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება",_ განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მომავალ ნაბიჯებს ხაჯიმბამ განაცხადა: „ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ამას ხალხი მოითხოვს - პრეზიდენტის გადადგომაც და ყველა საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად",_ განაცხადა ხაჯიმბამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არავითარი კომპრომისი არ იქნება.