სოხუმში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის მხარდამჭერთა მიტინგი დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მიტინგის მონაწილეებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდეს გაათავისუფლონ დაკავებული შენობები და დაიწყონ მოლაპარაკებები „კანონიერად არჩეულ" პრეზიდენტთან.
მიტინგზე მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ თუ ოპოზიცია არ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ხელისუფლების მომხრე პარტია „ამცახარა" და ანქვაბის მომხრეები უფლებას იტოვებენ საერთო-სახალხო კრების მოწვევისა.
„ჩვენ არ გამოვრიხავთ, სხვა ქმედით მეთოდებს, რომლებიც კრიზისიდან გამოსვლისათვის ეფექტური იქნება",_ ნათქვამია მიტინგზე მიღებულ რეზოლუციაში.
აღსანიშნავია,რომ ალექანდრე ანქვაბის მომხრეებმა გადაწყვიტეს, რომ მოედანს არ დატოვებენ და ე.წ. ხელისუფლების მომავალ ნაბიჯებს დაელოდებიან.