აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის შენობასთან კვლავ ოპოზიციის მომხრეები დგანან. მათ წინაშე სიტყვით მწერალი, ყოფილი ე.წ. ვიცე პრემიერი ვლადიმერ ზანთარია გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი „სამართლიანობისა და თავიანთი სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის იბრძვიან, რომელიც ამჟამად საფრთხეში იმყოფება". ინფორმაციას ამის შესახბე აფხაზური მედია ავრცელებს.
ზანთარიამ ე.წ. აფხაზური პასპორტების დარიგებაზე ყურადღება გაამხვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის არც ერთი შენიშვნა და წინადადება არ გაითვალისწინა.
ამასთან ერთად, ზანთარიამ განაცხადა, რომ ანქვაბს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია.
„რამდენადა მე ვიცი ჩემი წყაროებიდან არაფერი ხელმოწერილი არ არის. მხოლოდ ჭორი დადის ამაზე. ამიტომაც ჩვენ ვერ გვექნება იმედი, რომ ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებს დაუბრუნდება, ვიდრე ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ",_ განაცხადა ზანთარიამ.