რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთის ოპოზიაციას ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რაულ ხაჯიმბა ესწრება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სურკოვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
სოხუმში მდებარე ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასა და აფხაზური ტელევიზიის შენობას ამ დრომდე ოპოზიციის მომხრეები აკონტროლებენ. შენობები მათ გუშინ იერიშის შედეგად დაიკავეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომლის გადადგომასაც ოპოზიცია მოითხოვს ოპოზიციასთან დიალოგისავის მზადყოფნა უკვე გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები