აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას ანქვაბის პრესსამსახურის უფროსმა კრისტიან ბჟამნიამ დაუდასტურა.
„ვადასტურებ, რომ შეხვედრა შედგა და მასზე აფხაზეთში არსებული საზოგადოებრი-პოლტიკური სიტუაცია იქნა განხილული",_ განაცხადა კრისტიან ბჟანიამ თუმცა არ დააკონკრეტა თუ სად გაიმართა შეხვედრა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა ქალაქ გუდაუთაში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები