აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის ე.წ. ელჩს აფხაზეთში სემიონ გრიგორიევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აღნიშნული შეხვედრის დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეხვედრა აფხაზეთში ამჟამად შექმილ ვითარებას შეეხო.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვიაჩესლავ სურკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავლენ.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში მდებარე ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასა და აფხაზური ტელევიზიის შენობას ამ დრომდე ოპოზიციის მომხრეები აკონტროლებენ. შენობები მათ გუშინ იერიშის შედეგად დაიკავეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომლის გადადგომასაც ოპოზიცია მოითხოვს ოპოზიციასთან დიალოგისავის მზადყოფნა უკვე გამოხატა.