რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი აფხაზეთში ამჟამად შექმნილ მდგომარეონას შეეხო.
„მოსკოვში შეშფოთებით ადევნებენ თვალს აფხაზეთში განვითარებულ პროცესებს და მიიჩნევენ, რომ ისინი მხოლოდ სამართლებრივ სიბრტყეში უნდა გავითარდეს",_ განუცხადა გრიგორი კარასინმა ვიაჩესლავ ჩირიკბას სატელეფონო საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში მდებარე ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასა და აფხაზური ტელევიზიის შენობას ამ დრომდე ოპოზიციის მომხრეები აკონტროლებენ. შენობები მათ გუშინ იერიშის შედეგად დაიკავეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომლის გადადგომასაც ოპოზიცია მოითხოვს ოპოზიციასთან დიალოგისავის მზადყოფნა უკვე გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები