ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვიაჩესლავ სურკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავლენ. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ გააკეთა. ინფრმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში მდებარე ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასა და აფხაზური ტელევიზიის შენობას ამ დრომდე ოპოზიციის მომხრეები აკონტროლებენ. შენობები მათ გუშინ იერიშის შედეგად დაიკავეს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომლის გადადგომასაც ოპოზიცია მოითხოვს ოპოზიციასთან დიალოგისავის მზადყოფნა უკვე გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები