აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციასთან დიალოგის გამართვისათვის მზადყოფნას აცხადებს. ეს განცხადება მან რუსული მედიისათვის მიცემულ კომენტარში გააკეთა.
„აფხაზეთის ხელისუფლება ყოველთვის იყო და არის მზად დიალოგისათვის", - განაცხადა მან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ამჟამად აფხაზეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ანქვაბმა მათ მთავრობის გადაყენების პირობა მისცა.
ამას გარდა, დღეს აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მათი ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა სხვა და სხვა შეფასებით, „პარლამენტი ვერ შეძლებს დეპუტატთა საკონსტიტუციუ უმრავლესობის მოგროვებას იმისათვის რათა რაიმე სახის პრინციპული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული".
მასალის გამოყენების პირობები