აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის ტელევიზიის შენობას კვლავ ოპოზიცია აკონტროლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სოხუმში მყოფ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსი კორესპოდენტი აღნიშნავს, რომ თავად აფხაზეთში მდგომარეობა შედარებით სტაბილური რჩება.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ის რაც ამჟამად აფხაზეთში ხდება ეს იურიდიულად სახელმნწიფო გადატრიალების მცდელობაა. ამას გარდა, ანქვაბი აცხადებს, რომ ის აფხაზეთშია და არსად არ წასულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ანქვაბმა მათ მთავრობის გადაყენების პირობა მისცა.
მასალის გამოყენების პირობები