აფხაზეთის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები აფხაზეთში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი აფხაზეთის ე.წ. კანონიერად არჩეულ ე.წ. პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს უჭერენ მხარს.
„ჩვენ აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. ძალოვანი სტრუქტურები პოლიტის გარეთ არიან და ჩვენთვის მიუღებელია ბრძოლის არაკონსტიტუციური მეთოდები, რომლებთან ქვეყანა კატასტროფამდე მიჰყავთ.
ყველას დაჟინებით მოვუწოდებთ თავიანთი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედოს. ჩვენ ქვეყნის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ვუჭერთ მხარს",_ ნათქვამია განცხადებაში რომელსაც აფხაზეთის ყვეა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი აწერს ხელს.