„აფხაზეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს უჭერს მხარს",_ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ რუსულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, ამჟამად, აფხაზეთში „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა".
აშუბა ასევე აცხადებს, რომ ე.წ. უშიშროების საბჭო მუშაობას აგრძელებს და ის მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება ალექსანდრე ანქვაბთან.
აშუბას ინფორმაციით, დღეს სოხუმში ასევე დაგეგმილია დიდი სახალხო შეკრების გამართვა კონსტიტუციის დაცვისა და ნებისმიერი რევოლუციის მოხდენის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები