დღეს, 28 მაისს, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო მათი ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადება ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ გააკეთა. მისი ინფორმაციით, პარლამნეტის სხდომა 11:00 საათზეა დაგეგმილი.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა აცხადებს, რომ ამჟამად აფხაზეთში „სახელმნწიფო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობს".
თავად აფხაზ სეპარატისტთან ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი კი აცხადებს, რომ ის აფხაზეთშია და არსად არ წასულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციამ ე.წ მთავრობის სახლი დაიკავა და ალექსანდრე ანქვაბის, მისი ე.წ. მთავრობის, ე.წ. გენერალური პროკურორის და აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ანქვაბმა მას მთავრობის გადაყენების პირობა მისცა.
მასალის გამოყენების პირობები