ქალაქ ციურიხში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი შეხვდნენ შვეიცარიის კონფედერაციის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ადრიან ციგელს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ცნობილი საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი წარდგენილია ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე.
არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის აგვისტოში ნორვეგიაში, ქ. ტრომსოში მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის კონგრესზე.