მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა თასის მეათედ მოიგო. რეალმა თანაქალაქელები - ატლეტიკო 4:1 დაამრცხა.
ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა. გაბის კუთხურის შემდეგ კასილიასის შეცდომით გოდინმა ისარგებლა და ანგარიში გაიხსნა. 93-ე წუთზე, მოდრიჩის ჩაწოდებას სერხიო რამოსის თავური დარტყმა მოყვა და ანგარიში გათანაბრდა.
დამატებით ტაიმების პირველი ნახევარი უშედეგოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის მე-5 წუთზე გოლო ბეილიმ გაიტანა.
118-ე წუთზე მარსელომ ანგარიში 3:1-მდე გაზარდა. 120-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაზარდა და მატჩი 4:1 დასრულდა.