რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტი ურყევია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„მიმაჩნია, რომ აფხაზური სახელმწიფოებრიობა შედგა. სახეზეა პოლიტიკური სტაბილურობა და ხელისუფლების ცვლა",_ განაცხადა სურკოვმა და აღნიშნა, რომ ისინიც, რომ აფხაზეთში რუსული ფინანსებით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ყოველგვარ შექებაზე მაღალია.
„მშენებლების სამუშაო ყოველგვარ შექებაზე მაღლა დგას",_ აცხადებს სურკოვი და აღნიშნავს, იმასაც, რომ აფხაზეთი, რუსეთის მრავალი რეგიონისათვის მაგალითადაც გამოდგება.