ივნისიდან ოქტომბრამდე აფხაზეთში ვორონეჟსა და სანკტ-პეტერბურგიდან მატარებლები ივლის. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
„აფხაზეთის რნიკიგზის" ხელმძღვანელის იგორ მარღანიას თქმით, მატარებელი „სანკტ-პეტერბურგი - სოხუმი" - 4 ივნისიდან დაიწყებს სიარულს ლუწ რიცხვებში, ხოლო „ვორონეჟი-სოხუმი" -5 ივნისიდან კენტ რიცხვებში.
ამავდროულად სამგზავრო მატარებელი „მოსკოვი სოხუმი" ზაფხულის განრიგზე გადავიდა და ყოველდღე დადის.
მატარებლებზე ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სოხუმი-მოსკოვი-სოხუმი" ბულეთის ფასი პლაცკარტულ ვაგონში 3 200 რუბლი, კუპეში 5 520 რუბლი.
„სოხუმი -სანკტ-პეტეტერბურგი - სოხუმი": ფასი პლაცკარტულ ვაგონში 4 400 რუბლი, კუპეში 7 400 რუბლი. მგზავრობის განგრძლივობა 56 საათია.
„სოხუმი-ვორონეჟი-სოხუმი": ფასი პლაცკარტულ ვაგონში 2 670 რუბლი, კუპეში 4 400 რუბლი. მგზავრობის ხანგრძლივობა 34 საათია.
მასალის გამოყენების პირობები