ოკუპირებულ აფხაზეთში თურქი ჟურნალისტების ფედერაციის საბჭოს 44-ე გენერალური შეკრება და აფხაზურ-თურქული ჟურნალისტური კონგრესი მიმდინარეობს. აღნიშნულ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, იქ უკვე ჩასულია 80 თურქი ჟურნალისტი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ თურქ ჟურნალიტებს აფხაზრთში ჩასვლისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი ანკარაში ქართული საკონსულოს ზეწოლის მიუხედავად განხორციელდა.
„ანკარაში ქართული საკონსულოს მიერ თურქეთის რიგ მედიასაშუალებებში დაიგზავნა წერილები წინადადებებით არ გაიგზავნონ ჟურნალისტები აფხაზეთში. ზოგ ჟურნალისტს იბარებდდნენ გასაუბრებისათვის და ეუბნებოდნენ მათ არ გამგზავრებულიყვნენ აფხაზეთში, მაგრამ მიუხედავად ამისა წამყვანმა თურქულმა მედიასაშუალებებმა აფხაზეთში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღეს",_ განაცხადა ჩირიკბამ და თურქ ჟურნალისტებს „აფხაზეთში გადმოსხმული დესანტი" უწოდა.
მისივე თქმით, ეს აფხაზეთის ერთგვარი გახსნაა თურქული პუბლიკისათვის.
ჩირიკბამ აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი შებოჭილია შეთანხმებებით ნატოსთან, ევროკავშირთან და საქართველოსთან „ამიტომაც ჯერ რთულია მისი მხრიდან აფხაზეთის აღიარებაზე ისაუბრო.
„ამის მიუხედავად ჩვენ ვაცხადბთ, რომ აფხაზეთი თურქეთის მეგობარი მეზობელი სახელმწიფოა და ჩვენ თანდათან გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ მან ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს და ამისათვის ჩვენი კონტაქტების დონეს გავზრდით",_ განაცხადა ჩირიკბამ.