რუსეთის ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკას ცვლის და რეგიონში პოლიტიკური დაპირისპირების განეიტრალებას ცდილობს.
გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციის საკითხი დე ფაქტო სოხუმსა და რეაქციულ ოპოზიციას შორის ბოლო პერიოდში უთანხმოების მთავარ მიზეზად იქცა.
რუსი პოლიტოლოგები ორივე მხარის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ღიად განაცხადეს, რომ რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 26 ათასი ქართველისთვის პასპორტების ჩამორთმევა გამართლებული არ იქნება, რადგან ამ პროცესმა, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიღოს.
მათი თქმით, ამ საკითხზე აქცენტირება უნდა დამთავრდეს და გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს.
დემოგრაფიის, მიგრაციისა და რეგიონალური განვითარების ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლის, იური კრუპნოვის განცხადებით, თუ ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ მოქალაქეობა და მათი რაოდენობა პირობითად 26 ათასს შეადგენს, მოსკოვის მცდელობა მოქალაქეობა ჩამოვართვათ, ან მეორეხარისხოვან ადამიანებად ვაქციოთ, კარგს არაფერს მოიტანს.
"ეს არაფერს მისცემს აფხაზეთის რესპუბლიკას, გარდა ძნელად პროგნოზირებადი მოვლენებისა. თან ეს ვაშინგტონისა და სხვა დიდი ქალაქების საჩუქრად ხელსაყრელ საკითხად იქცევა კაკაფონიისთვის," -განაცხადა მან.